დუეტ „ლეონის“ წევრი, ლევან წვერავა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს პერიოდებს, როცა ფინანსური სიდუხჭირე ჰქონდა:
„ცხოვრებაში ყველაფრისთვის მზად ვარ. მქონია მომენტები, როცა ფინანსურად კარგად ვყოფილვარ, მაგრამ მერე უცებ ისეთი ვარდნა მქონია, თვითონაც გამკვირვებია. ეს ჩემი გატეხის მიზეზი არ არის. ადამიანს სანამ თავი და ხელ-ფეხი გვიმუშავებს, ყველაფერი გამოგვივა. ვიღაცისთვის სამსახურიც ჩვეულებრივი მომენტია, სტაბილური ხელფასით, მაგრამ ეს ჩემთვის კომფორტი არ არის. ჩემთვის კომფორტულია მცირე ბიზნესის კეთება, ჩემი საქმე კი სტუდიაში მუშაობა და ახალი სიმღერის შექმნაა. მოლოდინი ყოველთვის უნდა გქონდეს, ხან აღმართია, ხან დაღმართი და მზად უნდა იყო…“