ბრიტანეთში ორი მეგობარი საღამოს ლუდის დასალევად გავიდა და შემთხვევით სახლიდან 1000 კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდა. სახალისო ისტორია Express-მა გაავრცელა.
დენ ევანსი და ალექს სტაბსი აპირებდნენ, რომ 1 ან 2 ბოკალი ლუდი დაელიათ და სახლებში წასულიყვნენ. ბარში ყოფნის დროს კი მეგობრებმა უცებ გადაწყვიტეს, რომ ტაქსი აეყვანათ, აეროპორტში წასულიყვნენ და საზღვარგარეთ გაფრენილიყვნენ. მათ ნახეს, რომ მალიორკამდე რეისზე თავისუფალი ბილეთები არ იყო, ამიტომ იბიცას მიმართულებით გაემართნენ.
მეგობრებს იბიცაზე სასტუმროც კი არ დაუჯავშნიათ, მთელი დღე წვეულებებზე სიარულს დაუთმეს, შემდეგ კი უკან, ლონდონში დაბრუნდნენ. თანაც ისე, რომ მეორე დღეს სამსახურში არც ერთს არ დაუგვიანია.
ბრიტანელებმა პირობაც დადეს, რომ ასეთი თავგადასავალი რამდენიმე წლის შემდეგაც აუცილებლად გაიმეორონ.