LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლურჯ ბიკინიში გამოწყობილი კრისტენ კაბოტი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია – უახლესი ფოტოები

609
page

გასულ წელს, Coldplay-ის კონცერტზე, „კოცნის კამერაში“ დაფიქსირებული კრისტენ კაბოტი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ის ამჯერად მაიამის სანაპიროზე, ლურჯ ბიკინიში გამოწყობილი გადაიღეს.

დაოჯახებულ უფროსთან, ენდი ბაირონთან ფარულ რომანში მხილებული 53 წლის კრისტენი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ის სანაპიროზე დროს ეულად ატარებდა.

მისი „მზიანი არდადეგები“ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კაბოტი ვაშინგტონში დაგეგმილ, ძვირადღირებულ კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით უნდა წარდგეს. ღონისძიებაზე დასწრების ბილეთი 875 დოლარი ღირს, ხოლო მისი 30-წუთიანი გამოსვლის თემა იქნება: „კრისტენ კაბოტი: საკუთარი ნარატივის დაბრუნება“

„სიკვდილით მემუქრებოდნენ, მამცირებდნენ, შვილებს ჩემთან საჯაროდ გამოჩენა რცხვენიათ… ქალების მთავარი მტერი ისევ ქალები ვართ“ – კრისტინ კაბოტი დუმილს არღვევს

ცნობისთვის, გასულ წელს კაბოტმა დუმილი დაარღვია და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ენდი ბაირონთან რომანი უარყო. მან გამოცემასთან, Nytimes-რთულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა.

„მხო­ლოდ ერ­თზე ვფიქ­რობ­დი, ღმერ­თო, მე ვატ­კი­ნე ადა­მი­ა­ნებს. კარგ ადა­მი­ა­ნებს ვატ­კი­ნე. ოჯა­ხის და­მან­გრე­ველს, ოქ­როს მა­ძი­ე­ბელ­სა და სხვა შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სა­ხე­ლებს მიწოდებდნენ. მე უბრალოდ ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, როცა დავ­ლიე რამ­დე­ნი­მე კოქ­ტე­ი­ლი და ჩემს უფ­როს­თან შე­უ­ფე­რებ­ლად მოვიქეცი. მინ­და ჩემ­მა შვი­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა და­უშ­ვა, მაგ­რამ ამის გამო სიკ­ვდი­ლით არა­ვინ უნდა გე­მუქ­რე­ბო­დეს. მე კი მემუქრებოდნენ, 60-მდე მუქარა მივიღე. ბოლო თვე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლე­ბის მთა­ვა­რი მტე­რი ისევ ქა­ლე­ბი ვართ, ჩვე­ნი­ვე ხე­ლით ვუმ­ზა­დებთ ერ­თმა­ნეთს ჯო­ჯო­ხეთს. ვუპი გოლდბერ­გმა და გვი­ნეტ პელტროუმ, ჩემი დამ­ცი­რე­ბა თა­ვი­ან­თი შო­უ­ე­ბის მა­სა­ლად აქ­ცი­ეს“, – აცხადებს კრისტენი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკან­დალ­მა გა­და­ი­ა­რა, მის შვი­ლებს მას­თან ერ­თად სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა რცხვე­ნი­ათ. კრის­ტი­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ უფ­როს­თან ინტიმური ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია და იმ დღემდე მათ ერ­თმა­ნე­თის­თვის არც კი უკოც­ნი­ათ.

„მხოლოდ მეგობრები“ – კრისტენ კაბოტმა ენდი ბაირონთან რომანი უარყო – Coldplay-ის კონცერტზე გამოჭერილი „გვრიტების“ შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

კრის­ტენ კა­ბო­ტის ოჯახური იდილია Coldplay-ის კონცერტზე „დიდ გამოჭერამდე“ – ვინ არის მისი მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები