LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მადლიერი ვარ, რომ ერთად გავიზარდეთ” – კეტი პერი ლედი გაგას კონცერტს დაესწრო

108
photo-collage.png (3)

13 წლის შემდეგ, ლედი გაგამ მექსიკაში კონცერტი გამართა. ორდღიანი პერფორმანსის პირველ შოუს 61, 000 ადამიანი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ დამსწრეებს შორის, კეტი პერიც აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე მიმდინარე ტურნეს ფარგლებში, სწორედ მეხიკოში იმღერა.

პერიმ საღამოდან ფოტოებისა და ვიდეოების სერია გაავრცელა და კოლეგის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

,,ვამაყობ შენით და მადლიერი ვარ, რომ ერთად გავიზარდეთ” – დაწერა მან.

ცნობისთვის, პოპ-მუსიკის ორმა სუპერვარსკვლავმა ფართო აუდიტორიის ყურადღება, 2000-იანი წლების ბოლოდან მიიპყრო.

შეგახსენებთ, რომ კეტი პერის The Lifetimes Tour 23 აპრილს, მექსიკიდან დაიწყო, ლედი გაგას მეხიკოში გამართული კონცერტები კი მისი მომავალი ტურნეს – The Mayhem Ball პრომოუშენის ნაწილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები