LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგალითია სიკეთის, სილამაზის, თავშეკავებულობის, ნიჭიერების, ზომიერების..არ ვიცნობ არცერთ მისგან ნაწყენ ადამიანს, არც გულნატკენს და არც ისეთს ვისაც მასზე არ ექნება აღმატებული აზრი“ – რას წერს ზურა შევარდნაძე ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეზე

407
BeFunky-collage (3)

ზურა შევარდნაძე ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შევარდნაძე აღნიშნავს, ნანი მაგალითია სიკეთის, სილამაზის, თავშეკავებულობის, ნიჭიერებისა და ზომიერების.

„საკმარისია ახსენო მხოლოდ მისი სახელი, ნანი..

მაგალითია ყველასთვის, სიკეთის, სილამაზის, თაშეკავებულობის, ნიჭიერების, ზომიერების.. უზადო გემოვნებით და საოცარი ადამიანური თვისებებით გვათბობს და გვახარებს ყველას მის ირგვლივ..

არ ვიცნობ არცერთ მისგან ნაწყენ ადამიანს, არც გულნატკენს და არც ისეთს ვისაც მასზე არ ექნება აღმატებული აზრი.

იუმორის გრძნობაც ისეთი აქვს ვერავინ, რომ ვერ შეედრება. გუშინ ჩვენთან სტუმრად მყოფს აღტაცებულ კომპლიმენტზე „როგორ მშვენივრად გამოიყურებით, თქვენ სულ უფრო და უფრო მშვენდებით…“ პასუხად, დაბალ ხმაზე ისე რომ ქათინაურის მთქმელს არ გაეგო  წაიჩურჩულა „უჰ ჯერ სადა ხართ..“

გვიყვარხართ ნანი!!!

მიხარია, რომ გუშინდლიდან არსებობს, აბრეშუმის, მაგნოლია, სახელად „ნანი“!!!

დიდი მადლობა ჯადოსნურ ხელებიან ეკა ძამუკაშვილს!!!“ – წერს ზურა შევარდნაძე.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები