ბრიტანეთში უკვე ტრადიციად იქცა „ჯონ ლუისის” საშობაო რეკლამა, მისი გამოჩენა ბევრისთვის ნიშნავს, რომ საახალწლო სეზონი დაიწყო. წელს რეკლამა გვიყვება ისტორიას მამაზე და მის მოზარდ შვილზე, რომლებიც მუსიკის წყალობით ახლოვდებიან. შვილი მამას ჩუქნის ძველი დისკს მისი ახალგაზრდობიდან და მამას უღვიძებს თბილ მოგონებებს. ბოლოს ისინი ერთმანეთს ეხუტებიან და ეს მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა: როცა სიტყვები არ გყოფნის, სითბო და ყურადღება საკმარისია.
ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეკლამა არის „მოგონებების, ოჯახური კავშირის და იმ ემოციების აღნიშვნა, რასაც ხშირად ხმამაღლა ვერ ვამბობთ“. მარკეტინგის სპეციალისტების შეფასებით, ჯონ ლუისის საშობაო რეკლამა უკვე გახდა ბრიტანული წინასაშობაო ატმოსფეროს ნაწილი, ისეთივე მნიშვნელოვანი სიმბოლო, როგორიც ქალაქებში საახალწლო განათებების ჩართვაა.
რეკლამაზე დახარჯული თანხა დიდ ბრიტანეთში საშობაო სეზონზე განსაკუთრებით იზრდება. წლევანდელი მონაცემებით, წლის ბოლო კვარტალში კომპანიები რეკლამაში ინვესტიციას მნიშვნელოვნად ზრდიან. ექსპერტების შეფასებით, კომპანიები რეკლამაში ჩადებულ თანხას არა მხოლოდ იბრუნებენ, არამედ უფრო მეტ მოგებას იღებენ. რეკლამა, მათივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მთავარი მამოძრავებელია.