მანანა თოდაძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, გამოვლილ გაჭირვებასთან დაკავშირებით.
ამბობენ, დიდი გაჭირვება მაინც თავის კვალს ტოვებსო. თქვენც გამოგივლიათ სირთულე…
თუ ადამიანმა გაჭირვება და სირთულეები არ გამოიარე, ვერასოდეს დააფასებ კარგ მდგომარეობას. ჩვენ, ყველანი, გამოცდის წინაშე ვდგავართ. როდესაც რთული სიტუაციაა, უფალი სწორედ მაშინ გვცდის, რომელ გზას დავადგებით – გაბრაზების, თუ პატიების გზას. ყველაზე კარგი რამაა პატიება. ადრე ძალიან განვიცდიდი, როცა უდანაშაულოდ გულს მტკენდნენ, ტყუილსა და ჭორს მიგონებდნენ. ვიჯექი და ვტიროდი, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობაში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გონებაში თითქოს გამონათება მოხდა და მივხვდი ერთ რამეს, ვინც მაწყენინა, ვინც მითხრა ცუდი, იმან ინერვიულოს. მე რატომ უნდა ვინერვიულო? მე ხომ არ მიწყენინებია? ასე თუ მიუდგები ცხოვრებას, უფრო გაგვიადვილდება ტკივილის გადატანა.
ინტერვიუ ვრცლად.
მანანა თოდაძე: „ჩემი უბინაობის ამბავი მთელმა თბილისმა იცის, ნახევრად სარდაფში ვცხოვრობდი…“