LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქს ფერსტაპენი 2025 წელსაც „ფორმულა 1“-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელია

113
Max-scaled

2025 წლის სეზონში „ფორმულა 1“-ის ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მრბოლელმა ჯამში დაახლოებით 363 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ხელფასებისა და ბონუსების სახით. სეზონის ჩემპიონი ლანდო ნორისი შემოსავლის მიხედვით მხოლოდ მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ყველაზე მეტი ანაზღაურება კი Red Bull-ის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მიიღო – ამის შესახებ Forbes-ის მიერ შედგენილ რეიტინგშია აღნიშნული.

მაქს ფერსტაპენი ზედიზედ უკვე ოთხი წელია ინარჩუნებს პირველ ადგილს „ფორმულა 1“-ის წლიური შემოსავლების რეიტინგში. მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლო, მან დაახლოებით 65 მილიონი დოლარი ხელფასის და დამატებით 11 მილიონი დოლარი ბონუსების სახით მიიღო.

„სამეფო რბოლების“ შვიდგზის ჩემპიონს, ლუის ჰამილტონს, ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი აქვს – დაახლოებით 70 მილიონი დოლარი. თუმცა მისმა ბონუსმა Ferrari-ში გატარებული პირველი სეზონისთვის, Mercedes-Benz-ის გუნდში 12-წლიანი კარიერის შემდეგ, მხოლოდ 500 ათასი დოლარი შეადგინა.

ლანდო ნორისმა 18 მილიონი დოლარი ხელფასის სახით მიიღო, 29,5 მილიონი დოლარი – სეზონის ბონუსებად, ხოლო 10 მილიონი დოლარი – 2025 წლის ჩემპიონის ტიტულისთვის.
ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ:

შარლ ლეკლერი (Ferrari) – მეხუთე ადგილი, 30 მილიონი დოლარი;
ლენს სტროლი (Aston Martin) – მერვე ადგილი, 13,5 მილიონი დოლარი;
კიმი ანტონელი (Mercedes-Benz) – მეათე ადგილი, 12,5 მილიონი დოლარი.
McLaren-ის პილოტმა ლანდო ნორისმა გასულ კვირას, სეზონის ბოლო ეტაპზე, აბუ-დაბის გრან-პრიზე, მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა 26 წლის ბრიტანელს კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოუტანა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები