LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარჯანიშვილის მეტროში ხალხი მატარებელს რომ ელოდებოდა, გვირაბიდან მოესმათ დოლის და ზურნის ხმა. ეს ხალხი უცებ აღმოჩნდა მე-15 საუკუნის არაბეთში, სადაც საქორწინო ცერემონია იმართებოდა. არაბებს აბჯრები ეცვათ, ცხენებზე ისხდნენ, იქვე იყო აქლემებიც“ – მიხეილ ცაგარელი გასაიდუმლოებული ინციდენტის შესახებ ჰყვება

852
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „სარკესთან“ (25 მარტის ნომერი) იხსენებს უცნაურ შემთხვევას, რომელიც, მისი თქმით, მარჯანიშვილის მეტროსი მოხდა:

გასაიდუმლოებული იყო ერთი ინციდენტი, რომელიც თბილისში, მარჯანიშვილის მეტროში, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა, ერთ დღეს ანომალიური პორტალი გაიხსნა. ეს იმ ადამიანებმა მიამბეს, რომლებიც ამ ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ. იმ ადამიანებიდან ერთი გახლდათ პროფესორი, რომელმაც ყველაფერი თავისი თვალით ნახა.

დღის საათებში მარჯანიშვილის მეტროში ხალხი მატარებელს რომ ელოდებოდა, გვირაბიდან მოესმათ დოლის და ზურნის ხმა. ეს ხალხი უცებ აღმოჩნდა მე-15 საუკუნის არაბეთში, სადაც საქორწინო ცერემონია იმართებოდა. არაბებს აბჯრები ეცვათ, ცხენებზე ისხდნენ, იქვე იყო აქლემებიც. არაბ მეომრებს მოჰყვა პატარძალი და მისი მაყრიონი. მიწის მაგივრად სილა ეყარა და ეს ხალხი ამ სილაში მიდიოდა.

პროფესორი როგორც მიყვებოდა, იმდენად ბუნებრივად და ცხადად ხედავდა ამ ყველაფერს, რომ ფილმის გადაღება ეგონა. არაბები ერთი გვირაბიდან რომ გამოვიდნენ, მეორე გვირაბში შევიდნენ და გაუჩინარდნენ, მარჯანიშვილის მეტროში პანიკა ატყდა, ხალხი გაგიჟდა, მილიციამ მეტრო დაკეტა. არაბები რომ გაუჩინარდნენ, 2 წუთის შემდეგ იმ გვირაბიდან მატარებელი გამოვიდა და მეორეში შევიდა…“

მიხეილ ცაგარელი: „მეტეხის ხიდთან ანომალიური ადგილებია, იქ უცხოპლანეტელებთან კონტაქტიც შესაძლებელია…“

ახლა ამაზე არავინ საუბრობს, რადგან საზოგადოება მზად არ არის, ეშინიათ, ხალხი პანიკამ არ მოიცვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g