LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მყავს საოცარი მეუღლე“ – ბრუკლინ ბექჰემს ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეკითხვა დაუსვეს

134
page

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, 26 წლის ბრუკლინ ბექჰემი, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბრუკლინი ამ დღეებში Ryder Cup-ის All-Star მატჩში იღებდა მონაწილეობას, სადაც ევროპისა და ამერიკის ცნობილი სახეები ერთმანეთს გოლფში დაუპირისპირდნენ. ევროპული გუნდი დამარცხდა, თუმცა ბრუკლინმა მატჩი „უდიდეს გამოცდილებად“ შეაფასა. ამ დღეს მას ოჯახური კონფლიქტის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

როგორც მან Daily Mail-თან საუბარში აღნიშნა, ის არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს „უბედურ ჭორებსა და სისულელეს“, რაც მის ოჯახთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბულობაზე ვრცელდება.

„ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რაღაც უარყოფითს იტყვის. მაგრამ მე მყავს საოცარი მეუღლე. ჩვენ უბრალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ბევრს ვმუშაობთ და ბედნიერები ვართ. ყველას შეუძლია სისულელეები ილაპარაკოს. მე კი უბრალოდ მეგობრებთან ერთად გოლფს ვთამაშობ, ვერთობი და ეს მშვენიერია“, – განაცხადა ბრუკლინმა

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისია, რომ ოთხშაბათს ნიუ-იორკში მისი მამის, დევიდის გუნდს, Inter Miami-ს, შეხვედრა აქვს New York City FC-თან, ბრუკლინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თამაშზე არ წავა:

„ტურნირის შემდეგ პირდაპირ ლოს-ანჯელესში ვბრუნდები“, – განაცხადა მან.

ვიდეო: ვიქტორია ბექჰემმა თავისი დოკუმენტური სერიალის „ტრეილერში“ უფროსი ვაჟი და რძალი სრულად „დააიგნორა” – დიზაინერის თვალწარმტაცი ფოტოსესია

„ხალხი ფიქრობდა, რომ მე მოღუშული ძროხა ვიყავი, რომელიც არასდროს იღიმოდა“ – ვიქტორია ბექჰემმა ვიდეოში პირველი ნაბიჯი გადადგა

„შვილზე დარდით დამწუხრებულებმა ნუგეში ერთმანეთის სიყვარულში პოვეს“ – დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უახლესი პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები