LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიკო კარტოზია აშშ-ში ფაეტონიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა: „ეტლის ქვეშ მოვყევი…“

424
მერიკო კარტოზია

ჟურნალისტი მერიკო კარტოზია ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, რომ ამერიკაში, მორიგი გადაცემის გადაღების პროცესში, ხრამში გადაიჩეხა და ამერიკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა:

„ამერიკაში, 21-ე საუკუნეში, ფაეტონიდან თუ გადმოვვარდებოდი და ფეხს მოვიტეხდი, რას წარმოვიდგენდი (იცინის). ახლა კი მეცინება, მაგრამ მართლაც სასწაულებრივად გადავრჩი…“

მერიკო კარტოზია ჰყვება, რომ ჰყავდა საინტერესო რესპონდენტი, ვახო მამალაძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, არის ჩოხოსანი, სტიქაროსანი, აქვს ჩოხა და ფაფახი, ჰყავს ცხენი და აქვს ფაეტონი. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საინტერესოდ მოეჩვენა, მასთან ფაეტონში ინტერვიუს ჩაწერა:

„ბოლო კადრებს ვიღებდი, როცა ცხენმა უცებ ტლინკები აჰყარა, გაჩერდა და უკანა სვლით დაიწყო სიარული. გვერდით ეკალბარდიანი ხრამი იყო. ვახო ფეხზე ამდგარი ცდილობდა ცხენის დამორჩილებას, მაგრამ ფაეტონმა დაკარგა წონასწორობა, ეტლის ერთმა ბორბალმა ხრამისკენ გადაიწია, მიწა გამოეცალა და წამებში გადავტრიალდით. გადავვარდით და მე ეტლის ქვეშ მოვყევი… რა სიმწარე ვნახე, ენით ვერ გამოვთქვამ… ეკალ-ბარდებში გახვეული ვგრძნობდი, მარცხენა ფეხს ვერ ვიმორჩილებდი. მივხვდი, ფეხი მომტყდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g