LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა – მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ – ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება

179
მიხეილ სააკაშვილი

ილია მეორე აღარ არის – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა – მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა – მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართულ ეკლესიას სწორედ ილია მეორემ აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.

„ვიცი, რომ პატრიარქს უყვარდა სიონი… 1978 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მრავალჟამს“ – მამა ელიზბარ ოდიშვილი

ილია მეორე აღარ არის – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა. ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.

ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.

ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი და ჩემი უმცროსი ვაჟის ნათლია, რომელიც პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს.

სამწუხაროდ, ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ გვქონია ურთიერთობა, ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი, ისევე როგორც, მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ. შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია.

მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა. მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ, მას არ სჭირდება არც შენდობა და არც პატიება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g