LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიგიძღვის – მანანას გაუმარჯოს!…“ – ვოკალის ცნობილი პედაგოგი მანანა მორჩილაძე იუბილარია

488
მანანა მორჩილაძე, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი

ვოკალის ცნობილი პედაგოგი მანანა მორჩილაძე იუბილარია. მას დაბადების დღეს აღსაზრდელები თბილი და ემოციური სიტყვებით ულოცავენ.

მანანა მორჩილაძის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი წარმატებული მოსწავლეები, მათ შორის ნიკოლოზ ხარატი და ვაჩე ღვინიაშვილი, რომლებმაც სოციალურ ქსელში მილოცვები გაავრცელეს.

მანანა მორჩილაძე „რანინას“ თვითნაბადი ტალანტების შესახებ: „ეს ბავშვები თვითონ გვპოულობენ… ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, რომ ასეთი ბავშვები გვყავს!..“

ბევრი ძალიან კარგი ბავშვი რჩება პროექტს მიღმა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მომავალ წელს ისევ მოვლენ და მათაც გაუღიმებთ ფორტუნა.

„დღეს ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანის, ჩემი მანჩოს დაბადების დღეა. მანჩი, გილოცავ შენს დღეს, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს. მიყვარხარ ძალიან და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიგიძღვის. მიყვარხარ მანჩიკო ძალიან,“ – წერს ნიკოლოზ ხარატი.

თავის მხრივ, ვაჩე ღვინიაშვილი პედაგოგს ასე ულოცავს:

„რაც გაგიცანით, სახელი მანანა = სიბრჭყვიალეს. დიდხანს ჰყავდეს თქვენი თავი რანინას, ჩვენ – ბავშვებს და ზოგადად მუსიკას. მანანას გაუმარჯოს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g