LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისტერ უილსონი“ ფილმიდან „გარიყული“ აუქციონზე 308 ათას დოლარად გაიყიდა

109
-121526001-867dbe73-e113-458a-9e20-9a0b280d33f2

ფრენბურთის ბურთი ფილმიდან „გარიყული“ აუქციონზე გაიყიდა, თანაც მასში საკმაოდ სოლიდური თანხა – 308 ათასი დოლარი გადაიხადეს.

BBC-ის ინფორმაციით, ლოტის საწყისი ღირებულება 80 ათასი დოლარი იყო და უცნობმა კოლექციონერმა მის მისაღებად საკმაოდ ბევრი იბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ზემეკისის „გარიყულის“ პრემიერა 2000 წელს შედგა. სიუჟეტის მიხედვით, ტომ ჰენქსის პერსონაჟი ავიაკატასტროფის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება, სადაც მარტოობაში მისი ერთადერთი მეგობარი ბურთი, სახელად „მისტერ უილსონია“. აუქციონის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბურთი თავიდანვე ჭუჭყიანი ვიზუალის უნდა ყოფილიყო, რამეთუ გადაღებების დროს ძირითადად წყალში იყო მოთავსებული.

ტომ ჰენქსი კი ამ როლისთვის “ოსკარზე” იყო ნომინირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები