ახლა მედიის მთელი ყურადღება პარიზის ქუჩებისკენაა მიმართული, სადაც მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს „მარიას“ იღებენ. ლეგენდარული ბერძენი არტისტის როლს შეუდარებელი ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ჩვენ უკვე ვიხილეთ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გადასაღები მოედნიდან.
ანჯელინა ჯოლის სასწაული გარდასახვა – უახლესი ფოტოები ფილმის „მარიას“ გადასაღები მოედნიდან
ამჯერად ფოტოების მორიგი სერია გავრცელდა. 48 წლის ანჯელინა ვინტაჟურ ტანისამოსშია გამოწყობილი. მის „ლუქს“ დიდი ზომის სათვალე ასრულებს. კინოკრიტიკოსები ფილმს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯოლის კოსტიუმებს. ფილმში ანჯელინას სამოსი მარია კალასის რეალური სამოსის მიხედვით არის შექმნილი. მოდის ექსპერტები ჯოლის „ლუქებს“ უმაღლეს შეფასებას აძლევენ.
განუმეორებელი ანჯელინა ჯოლი მარია კალასის როლში – ინტერნეტსივრცეს პირველი ფოტოები იპყრობს