LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი შვედურ ქალაქშია

176
2ea850346d085b104c67ff43cf10e4a8e7f441f21cc8e9ced13e12967c098c9e

ქალაქმა უმეომ (შვედეთი) ყველაზე სუფთა ქალაქების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი გარემოს დაცვის ევროპულმა სააგენტომ გაავრცელა.

შვედური ქალაქი უკვე მეორე წელია რაც რეიტინგის უპირობო ლიდერია.

ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად მასში მავნე მიკრო ელემენტების რაოდენობას ამოწმებენ, რაც უფრო ნაკლებია შემცველობა, ჰაერიც უფრო სუფთაა. მტვრის ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს.

ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე 10 ევროპული ქალაქის სია ასე გამოიყურება:

1. უმეო (შვედეთი)
2. ფარუ (პორტუგალია)
3. ფუნშალი (პორტუგალია)
4. ტამპერე (ფინეთი)
5. ნარვა (ესტონეთი)
6. სტოკჰოლმი (შვედეთი)
7. უფსალა (შვედეთი)
8. ტალინი (ესტონეთი)
9. ბერგენი (ნორვეგია)
10. რეიკიავიკი (ისლანდია).

რაც შეეხება ყველაზე დაბინძურებულ ჰაერს, ანტირეიტინგის ლიდერები პოლონეთი და იტალია არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები