LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს მოვუბოდიშო“ – ჯასტინ ტიმბერლეიკი ჯენეტს ბიუსტჰალტერის შემოხევის გამო ბოდიშს უხდის

328
39263606-0-image-a-18-1613270119209

ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული ფილმის გამოსვლის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა. თუკი აქამდე საზოგადოება სპირსს აკრიტიკებდა, ფილმის  შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა უკვე ბევრის თვალში ბრიტნი მსხვერპლია. საზოგადოება ვარსკვლავის დასახმარებლად გაერთიანდა და მოძრაობა „თავისუფლება ბრიტნის“ წამოიწყო. დოკუმენტურ ფილმში სპირსის ყოფილი შეყვარებულის, ჯასტინ ტიმბერლეიკის სახე არცთუ ისე დადებითადაა წარმოჩენილი.

ახლახანს ჯასტინმა ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს მოუბოდიშა. „მსურს ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს მოვუბოდიშო, ისინი ჩემთვის მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენენ “, – წერს ტიმბერლეიკი.

რამდენიმე საათის წინ 53 წლის ჯენეტ ჯექსონმა ამდენი წლის შემდეგ სიჩუმე დაარღვია და იმ ფაქტს შეეხო, როდესაც 2004 წლის Super Bowl-ის შოუზე ჯასტინმა მას ბიუსტჰალტერი შემოახია, რათა მისი მკერდი პირდაპირ ეთერში გამოეჩინა. ცნობისთვის ეს ინციდენტი მომღერალის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახა.

ჯექსონმა პირდაპირ არ გაიხსენა აღნიშნული ფაქტი, თუმცა ის კი განაცხადა, რომ საზოგადოების დიდი მადლობელია იმისთვის, რომ სკანდალის მიუხედავად იმ პერიოდში გამოსული ალბობი Control მაინც ჩარტების სათავეში მოექცა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Janet Jackson (@janetjackson)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები