LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ცხოვრება მქონდა განცდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან იყო დალოცვილი“ – ნანი ბრეგვაძის ემოციური გამომშვიდობება პატრიარქთან

602
ნანი ბრეგვაძე

„როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება მქონდა განცდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო…“ – ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის სამძიმრის ტექსტს „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.

მომღერალი პატრიარქთან გამომშვიდობებისას იმ სულიერ კავშირზე საუბრობს, რომელიც მას უწმინდესთან წლების განმავლობაში აკავშირებდა და აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედების ყველა ეტაპი სწორედ ილია მეორისგან იყო დალოცვილი.

ნანი ბრეგვაძე აღნიშნავს, რომ პატრიარქი ამ ქვეყნიდან „ვალმოხდილი და დაღლილი“ წავიდა და დარწმუნებულია, რომ წმინდანი გახდება.

„როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება მქონდა განცდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას. ბევრი წელი ერთად მოვდივართ და ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან იყო დალოცვილი.

17 მარტს, საღამოს, შიშმა შემიპყრო, თუმცა დილით მისი ძალა ისევ ვიგრძენი… პატრიარქი ამ ქვეყნიდან დაღლილი და ვალმოხდილი წავიდა. მან უფლისა და საკუთარი ლოცვის იმედით დაგვტოვა. ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი წმინდანი გახდება და ზეციური საქართველოდან კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნისა და ერის მფარველი“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე.

„არ არის შორს ის დღე, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს“ – მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

პატრიარქ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად ხალხის ნაკადი არ წყდება. ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უკანასკნელად პატივი მიაგონ უწმინდესის სხოვნას.

გარდა ამისა, ცნობილია კვირის მსახურების განრიგი. კვირის წირვა დილით 09:00 საათზე დაიწყება, მას მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. კვირას ელოდებიან მსოფლიო პატრიარქსაც, რომელიც წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. მსახურება 12 საათზე დაიწყება.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g