LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტერს არ ვუსურვებ, რაც მე გამოვიარე – ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე. გადავრჩი და დღეს უკვე დავდივარ კიდეც… თავიდან ვისწავლე სიარული…“ – მერიკო კარტოზია საქართველოში დაბრუნდა

205
meriko kartozia

მერიკო კარტოზია აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ისევ თავის გადაცემას იწყებს. შეგახსენებთ, რომ ტელეჟურნალისტი ამერიკაში ერთ-ერთი გადაღებისას მძიმედ დაშავდა და დიდხნიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი დასჭირდა. გადატანილი სიმძიმეებისა და საინტერესო გეგმების შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება 29 ოქტომბრის ნომერში.

მერიკო კარტოზია:

საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მეჩქარებოდა, რადგან უზომოდ მენატრებოდა ყველაფერი. 2 წელი და 2 თვე მომიწია იქ ყოფნამ და იმდენად მენატრებოდა ჩემი სახლი, ახლობლები, თბილისი… ჩამოსულმა ყველა ქუჩა მოვიარე. წარმოუდგენლად მიმაჩნია ემიგრაციული ცხოვრება და ალბათ, ვერასდროს გავძლებ საქართველოს გარეშე დიდი ხნით.

ამერიკა დიდი შრომა-გასწორების კოლონიას ჰგავს, სადაც ადამიანებს თავის გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ ცხოვრება მოაწყონ, ძალიან ბევრი შრომა უწევთ. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს – დისციპლინა, პასუხისმგებლობა… ეს თვისებები 100%-ით უნდა გქონდეს განვითარებული, თორემ სხვაგვარად იქ ვერ გაძლებ.

მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რადგან გადავრჩი და დღეს უკვე დავდივარ კიდეც. ეს უკვე ხილული სასწაულია. თავიდან ვისწავლე სიარული. უფლის დახმარების გარეშე შეუძლებელია, ამ ყველაფერს გაუძლო. მე რომ რწმენა არ მქონოდა და თავს დატეხილ განსაცდელს ავყოლოდი, ალბათ, ვერ გადავრჩებოდი… ძვლის ტკივილი ყოფილა ენით აღუწერელი რამ! მტერს არ ვუსურვებ, რაც მე გამოვიარე – ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე და თან უცხო მიწაზე, უცხო გარემოში. რკინებითა და „ბოლტ-გაიკებით“ მაქვს ფეხი აწყობილი-მეთქი, ვხუმრობ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g