ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი გაზაფხულზე დაქორწინდნენ. ამ დროის განმავლობაში მილიარდერი ნიკოლას ორსულობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურებულა. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ბრუკლინმა Entertainment Tonight-თან.
„მუდამ ვოცნებობდი, რომ ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი, მინდა 10 შვილი მყავდეს, მინდა დიდი ოჯახი მყავდეს. მსურს სახლში პატარა ბექჰემი-პელტცები სახლში დარბოდნენ. ჩვენ გვსურს ბავშვები ვიშვილოთ კიდეც, თუმცა ბიოლოგიური შვილების ყოლასაც ვაპირებთ. ეს უახლოეს პერიოდში მსურს, თუმცა ეს მაშინ მოხდება როცა ჩემი ცოლი ამისთვის მზად იქნება“, – აცხადებს 23 წლის ბრუკლინი.
ბრუკლინმა ისიც გაანდო საზოგადოებას, რომ მისი ცოლის აზრით, მათი პირველი შვილი ბიჭი იქნება.
სიყვარული სენ-ტროპეს მზის ქვეშ – ნიკოლა და ბრუკლინ ბექჰემების ვნებიანი თაფლობის თვე
ნიკოლა და ბრუკლინი „ვოგის“ გარეკანზე – წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები „საუკუნის ქორწილიდან“