როგორც ცნობილია, შაკირამ „კოპა ამერიკას“ დახურვის ცერემონიალზე იმღერა. კოლუმბიელი არტისტის პერფორმანსით საზოგადოების ნაწილი არც თუ ისე კმაყოფილი დარჩა. მომღერალი ცუდი ცეკვისა და უსუფთაო ნამღერს გამო გააკრიტიკეს.
შაკირამ, სცენაზე თავისი რეპერტუარიდან ახალი სიმღერა, Puntería და ყველასათვის კარგად ნაცნობი საფეხბურთო ჰიტი, Hips Don’t Lie შეასრულა. პერფორმანსის ვიდეოები არტისტმა რამდენიმე საათის წინ, „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
ცნობისთის შაკირამ რამდეიმე თვის წინ „კოაჩელას“ ფესტივალზე მსოფლიო ტურნე დააანონსა. Las Mujeres Ya No Lloran World Tour სტარტს ნოემბრიდან აიღებს და მომავალ წლამდე გაგრძელდება.
შაკირამ მსოფლიო ტურნე ,,კოაჩელაზე” მისი მოულოდნელი გამოჩენისას დააანონსა