გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ბაჩო ლასარეიშვილს, მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე, რომელიც ამავე შემთხვევის დროს დაშავდა, სოციალურ ქსელში მეუღლეს ემოციური სტატუსით მიმართავს.
ლიკა კუჭუხიძე არქივიდან მეუღლის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ჩემი ყველაზე, ყველაზე კარგი! ნამდვილად სასწაული მყავდი. როგორ მენატრები და მჭირდები, ნეტავ იცოდე“.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
