LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნია წივწივაძე: „ის, რომ ნიკუშა წავიდეს, სახლი იყიდოს, მე ველოდო, როდის გააკეთებს ამას და მერე ფინანსურადაც მხოლოდ მას მივანდო ყველაფერი, ასეთი რამ არ ყოფილა და დღემდე ასე მოვდივართ…“

609
049018e6-11d1-4408-b26d-25c133a50b80

„მის საქართველო“ ნია წივწივაძე და ყოფილი ფეხბურთელი, ნიკუშა ჭანტურია ორ ტყუპს ერთად ზრდიან და როგორც ნია ჟურნალ „თბილისელებს“ (7 ივლისის ნომერი) უყვება, ყველაფერს ერთად აკეთებენ, მათ შორის, ფინანსურ საკითხებსაც ერთობლივად უმკლავდებიან:

„ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტად ეს მეამაყება, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ის, რომ ნიკუშა წავიდეს, სახლი იყიდოს, მე ველოდო, როდის გააკეთებს ამას და მერე ფინანსურადაც მხოლოდ მას მივანდო ყველაფერი, ასეთი რამ არ ყოფილა და დღემდე ასე მოვდივართ, ოჯახი ვართ და ყველაფერში ერთად ვართ. ასე იყო მაშინაც, როცა სახლი ვიყიდეთ. ორი წელი იყო გასული, რაც შეყვარებულები ვიყავით, გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ერთად გადავსულიყავით…“

ვიდეო: „მის საქართველო“ ნია წივწივაძე: „ჩემი მეუღლე ხუმრობს, რომ ფეხბურთს ჩვენი ტყუპების გამო დაანება თავი…“

„მე და ჭანტურა წელს ჩვენი გაცნობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, იმ დროს სულ რაღაც 20-21 წლისები ვიყავით“ – „მის საქართველო 2017“- ის ნია წივწივაძის ემოციური პოსტი

ფოტო/ვიდეო: ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია და მოდელი ნია წივწივაძე იტალიაში ულამაზეს ადგილას ისვენებენ: „მუდამ საზაფხულო განწყობით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g