LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა ისაუბრა, რა რეაქცია აქვს მის მეუღლეს, კიტ ურბანს მის სექსუალურ სცენებზე

182
Untitledttt

54 წლის ნიკოლ კიდმანის კინოკარიერა ათეულობით წელს ითვლის, მას უამრავ ლეგენდარულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ბუნებრივია, არაერთ პიკანტურ სცენაშიც უთამაშია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა Daily Pop E News უამბო, თუ რა რეაქცია აქვს მის მეუღლეს, 53 წლის ქანთრი მომღერალს, კიტ ურბანს მის სექსუალურ სცენებზე.

„ჩემი უსასრულობა“ – ნიკოლ კიდმანის და კიტ ურბანის მხურვალე კოცნა ვალენტინობის დღესასწაულზე

კიდმანის განცხადებით, კიტი ხელოვანი ადამიანია და შესანიშნავად ესმის ყველაფერი. ის იმდენადაა საკუთარი კარიერით მოცული, რომ მის საქმეში არასდროს ერევა.

„ის ხელოვანია და ყველაფერი შესანიშნავად ესმის, მან არასდროს იცის, თუ რა ხდება გადასაღებ მოედანზე, ის მე თვალდახუჭული მენდობა“, – აცხადებს ნიკოლი.

ცნობისთვის, ახლახანს გამოსულ სერიალში „დანაშაული“ კიდმანმა ჰიუ გრანტთან არაერთ სექსუალურ სცენაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: „მაყურებელმა ჩვენი ლტოლვა რეალურად იგრძნო“ – ნიკოლ კიდმანი ჰიუ გრანტთან სასიყვარულო სცენის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები