ბექჰემების ოჯახური დაპირისპირება მედიისთვის კვლავ აქტუალური საკითხია. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში საარქივო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ბრუკლინ ბექჰემის მეუღლე, ნიკოლა პელტცი და ბექჰემების ქალიშვილი, ჰარპერია ასახული.
კადრები ღონისძიების დროს, წითელ ხალიჩაზეა გადაღებული, ვიდეოში აშკარად ჩანს ნიკოლას ცივი და ცინიკური დამოკიდებულება 14 წლის მულის მიმართ. ასევე ვხედავთ გოგონას შეშფოთებულ და იმედგაცრუებულ გამომეტყველებას ნიკოლას ქცევაზე, რომელიც მას მკაცრად მიუთითებს, ჩაჯდეს ავტომობილში.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ახალი არ არის, მან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მედიაში.
„ეს ხომ სისასტიკეა“, „ნიკოლას სახეს შეხედეთ, სიბოროტეა“, „მხოლოდ თავად სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა“, „საბრალო ჰარპერი“, – არ წყდება კომენტარები.
