რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ხელახლა „იქორწინეს“ და ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიაზე საქორწილო ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. გრანდიოზულ ცერემონიალზე არ იმყოფებოდნენ ბრუკლინის მშობლები და და-ძმა.
ამ დღეს პატარძალს დედის, კლაუდია პელტცის ვინტაჟური საქორწინო კაბა ამშვენებდა. სწორედ ამ ნაბიჯით დააგვირგვინა ნიკოლამ დედამთილთან, ვიქტორია ბექჰემთან ჯერ ჯერ კიდევ 2022 წელს, პირველი ქორწილის დროს გაჩაღებული ომი.
ნიკოლამ ახლახან, მეორე ქორწილის სამზადისის ფოტოები გაავრცელა, სადაც ის დედასთან ერთად პოზირებს.
„დედა-შვილის მზერა ყველაფერს ამბობს“, „აი ეს არის საბოლოო გამარჯვება დედამთილზე“, „ნიკოლა პელტცის საბოლოო ტრიუმფი“, – არ წყდება კომენტარები.
შეგახსენებთ, 2022 წელს ვიქტორიას სურდა, რომ მის რძალს ქორწილში მისი ბრენდის შექმნილი კაბა სცმოდა, თუმცა ამაზე ნიკოლამ უარი განაცხადა და „ვალენტინოს“ კაბა მოირგო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაჩაღდა რძალ-დედამთილს შორის ომი, რომელიც დღემდე გრძელდება.










