„რანინას“ ფინალისტს ნიკოლოზ ხარატს, რომელმაც თავი აჭარულის განსაკუთრებული შესრულებით დაგვამახსოვრა, როგორც თავად ამბობს, ძალიან დასწყდა გული, რომ პირველ ადგილზე ვერ გავიდა და საქართველოს „ევროვიზიაზე“ ვერ წარადგენს:
„იმ დღეს ძალიან დამწყდა გული. მეგონა, მე ვიქნებოდი გამარჯვებული. როცა ჩემი იმედები ცრუვდება, ძალიან რთულია. ისე არასდროს დამწყვეტია გული, როგორც ფინალზე. როგორც ყველა ბავშვს, მეც მინდოდა გამარჯვება, მაგრამ მეორე დღეს მშობლებმა გამამხნევეს – რაც მქონდა, ყველა სურვილი შემისრულეს. ასე ვთქვათ, გამანებივრეს და ჩვეულებრივ ხასიათზე დავდექი. მინდა, ჩემს მშობლებს დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა, მარიამს მივულოცო გამარჯვება და იმედია, „ევროვიზიაზეც“ გაიმარჯვებს. ცხრავე ბავშვს, ჩემს მეგობრებს, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. ყველანი ძალიან მიყვარს…“
ვიდეო: უსაყვარლესი ბიჭუნას, ნიკოლოზ ხარატის შესრულება თამრიკო ჭოხონელიძის რუბრიკაში
