LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი გამოიკითხებიან

102
ნუგზარ ფუტკარაძე ---

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი გამოიკითხებიან. მათივე ცნობით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი რიჟვაძე, რაც მე გუშინ მოვუსმინე ჩემი ძმის ხმას, ნამდვილად იყო ზეწოლა: ნუგზარ ფუტკარაძის და

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისათვის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მათი წევრის გარდაცვალებას დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებს

ცნობისთვის, მათ თანაგუნდელზე ზეწოლის შესახებ განცხადება ენმ-მ 5 ნოემბერსაც გააკეთა. ბრიფინგს თავად ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ენმ მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს.

თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

mazda magti 5g