ჰოლივუდის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მსახიობთა გარეგნულ მსგავსებას მაყურებლისთვის განსაკუთრებული ხიბლი შეუქმნია. ასეთია რობერტ რედფორდისა და ბრედ პიტის შემთხვევა.
რობერტ რედფორდის 5 შესანიშნავი ფილმი, რომელიც ყოველ ჯერზე ახლიდან შეგიძლია ნახოთ
ორი ეპოქის კერპი, რომელთა შორის მსგავსება იმდენად თვალშისაცემია, რომ ხშირად „ჰოლივუდის ორ სარკისებურ ვარსკვლავს“ უწოდებენ. ქერა თმა, გამოკვეთილი სახის ნაკვთები, მომხიბვლელი ღიმილი და ბუნებრივი შარმი მათ შორის ხიდად იქცა.
საინტერესოა ისიც, რომ ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნობით არ შემოიფარგლება. ორივე მსახიობი ეკრანზე ახერხებდა თავიანთი პერსონაჟების შინაგანი სიღრმისა და ბუნებრიობას გადმოცემას.

რობერტ რედფორდისა და ბრედ პიტის გზები ეკრანზე რამდენჯერმე გადაიკვეთა. ისინი ერთად თამაშობდნენ ფილმში „ჯაშუშური თამაში“, თუმცა იქამდე დიდი ხნით ადრე იმუშავეს ერთად. 90-იან წლებში რედფორდმა გადაიღო ფილმი, რომელშიც პიტმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა დრამაში „იქ, სადაც მდინარე მიედინება“.
ფილმში მოვლენები მე-20 საუკუნის დასაწყისში, მონტანაში ვითარდება, სადაც ჯონ მაკლინი და მისი მეუღლე ორ ვაჟს ზრდიან. ორივე კარგი ბიჭია, მაგრამ მათი ბედი განსხვავდება. ნორმანი პროფესიულ კარიერას იწყებს, პოლი სმას იწყებს და პოკერის თამაშს ეჩვევა. უმცროსი ძმის როლს სწორედ ბრედ პიტი ასრულებს.
2015 წელს ბრედ პიტმა მოირგო რობერტ რედფორდის იმიჯი გამოცემა V Magazine-ის გარეკანზე, სადაც მსგავსება მართლაც გასაოცარი გახლდათ.
ფოტო/ვიდეო: „ის 90 წლის ასაკშიც ყველაზე სასურველი მამაკაცი იქნება“ – ბრედ პიტი GQ-ს გარეკანზე






