სტოკჰოლმელ პენსიონერს პედლები აერია და შემთხვევით ხალხის მასაში შევარდა. „The Local”-ის ინფორმაციით, 84 წლის ქალბატონი ერთ-ერთი კლინიკის წინ უნდა გაჩერებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად სიჩქარეს მოუმატა და უფრო სწრაფად წავიდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაზიანდა, სამი მათგანი კი სერიოზული ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, ინციდენტი უბრალოდ უბედური შემთხვევაა და ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, შვედ ბებოს არანაირი სასჯელი არ ემუქრება.