LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი კილოგრამის დაკლება ითვლება ნორმად თვის განმავლობაში – სილამაზის აკადემია

625
შალვა-აბულაძე

რამდენი კილოგრამის დაკლება ითვლება ნორმად თვის მანძილზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შაკო აბულაძემ ისაუბრა.

რას უნდა აცნობიერებდეს ადამიანი წონაში კლების დროს?

როდესაც ადამიანი იწყებს წონაში კლებაზე ფიქრს, ის აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს რომ წონაში კლება მიღწევადია, მაგრამ მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და პასუხისმგებლობას. მან უნდა გაუძლოს როგორც ცდუნებებს, ასევე უარი თქვას რიგ პროდუქტებზე, რასაც ის აქტიურად მოიხმარდა. ენდოკრინოლოგიური ჩარევის დროს რეკომენდაცია შეასრულოს ზედმიწევნით. საწყის ეტაპზე სასწორის მაჩვენებელი უნდა ჩაინიშნოს და აიწონოს ყოველ მე-5 დღეს ან კვირაში ერთხელ. საუკეთესო წონის კლების მაჩვენებელი არის თვის ჭრილში 3-დან 4 კილოგრამამდე, რაც შემდეგნაირად ფორმულირდება – დღის მანძილზე 100-140 გრამის კლება.

სპორტის რომელი სახეობა უნდა ავირჩიოთ ან რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ უკეთესი შედეგისთვის როდესაც ვიწყებთ ფორმაში ჩადგომას და დიეტას?

როგორც წესი ჩვენი ორგანიზმი როდესაც იწყებს წონაში კლებას სასურველია მივმართოთ აქტივობებს, რადგან ბუნებრივია დაკლებულ კილოგრამებს თან ახლავს კანის მოშვება სხეულზე. ამისთვის საჭიროა ვიყოთ აქტიურები რეკომენდაციას ვუწევთ როგორც ესთეტიური ცენტრების სერვისებით სარგებლობას, ასევე სპორტულ აქტივობებს, იოგას პილატეს და მსუბუქ ვარჯიშებს, ახალი ტექნოლოგიები ენდოსფერო, კავიტაცია, რფ ლიფტინგი. კომბინირებული პროცედურები და ხელით მასაჟი უზრუნველყოფს სხეულის ტურგორის დაჭერას, ამ პროცედურების საშუალებით ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და აქტიურდება სხეულის ყველა ნაწილი.

რა ასაკამდეა შესაძლებელი ადამიანმა იფიქროს საკუთარი სხეულის უკეთეს ვერსად გარდასაქმნელად?

ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. გვყოლია 70 წელს გადაცილებული პაციენტები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ცხოვრების წესი მუდმივად იყო რაღაც დოზით აქტიური. მთავარია ადამიანმა მოინდომოს. მიუღწეველი არაფერია, საჭიროა ზოგადი რჩევების მოსმენის შემდეგ არ გადადონ ამაზე ფიქრი შორეული მომავლისთვის, ის რისი კეთებაც შეგიძლიათ დღეს, არ გადადო ხვალისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები