„ტელეკომპანია პირველის“ ადვოკატი სასამართლოს განჩინებას ორ ნაწილად ჰყოფს. გიორგი მშვენიერაძე საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველი ეს არის საქმის შინაარსი და მეორე კი რა ხდება პროცესუალურად.
ამის შესახებ იურისტმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „კომენტარი“ ისაუბრა.
რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას იმ “მატარებლის” ამოღებაზე, რომელზეც სატელეფონო საუბარია ჩაწერილი, მშვენიერაძე ამბობს, რომ ის ტელეკომპანიაში არ ინახება და რომც ინახებოდეს, საგამოძიებო უწყებას არც ამ შემთხვევაში გადასცემდნენ.
მისივე თქმით, „არასერიოზულად, არაპროფესიონალურად“ გამოიყურება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწერილი ტექსტი, რომ პროკურატურას შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება.
“ჩვენ ვნახეთ რომ პროკურატურამ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და მოითხოვა არა თავად აუდიოჩანაწერი, რომელზეც შეიძლება ექსპერტიზა ჩატარდეს, არამედ ის მატარებელი (ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა), რაზეც არის ჩაწერილი. ერთია ის, რომ ეს მატარებელი “ტვ პირველში” არ ინახება და ვერ გადასცემს და მეორე, კიდეც რომ ინახებოდეს მაინც არ გადავცემთ, რადგან ასეთი მოთხოვნის უფლება პროკურატურას არ გააჩნია. ამ ფონზე ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწერილი ტექსტი, რომ პროკურატურას შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება”. – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
შეგახსნებეთ, პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.
ამავე თემაზე:
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“
ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს
“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა
“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი
ბერას პირადი პუდელი – “ოცნების” ოფისთან 4 პირი დააკავეს