დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სენ-ტროპეზე, £16 მილიონიან იახტაზე ისვენებენ. წყვილი პაპარაცებმა გემბანზე, ვნებიანი ჩახუტებისა და პიკანტური მომენტების დროს აღბეჭდეს.
როგორც ჩანს, ისინი მარტო ატარებდნენ „უიქენდს“, გემზე მხოლოდ მომსახურე პერსონალი შეინიშნებოდა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სენ-ტროპეს სანაპიროზე წყვილის უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტციც იმყოფებოდნენ. თუმცა მათ შვებულება ნიკოლას ოჯახთან ერთად გაატარეს.










