მომღერალი რომეო ლუტიძე, სცენური ფსევდონიმით თორღვა, თავისი სიმღერებით ძალიან პოპულარული გახდა.
ის ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.
„ერთ დღესაც დავიძინე, გავიღვიძე და მივხვდი, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ჩემთან მოვიდოდა და ფოტოს გადაღებას მთხოვდა, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა. შოკირებული ვიყავი, რა ხდებოდა, თურმე აფეთქდა სოციალური ქსელი ჩემი სიმღერით. დაბნეული დავდიოდი. გამოვიდა, რომ ჯერ პოპულარობა მოვიდა და მერე მომინდა ძალიან ბევრი შრომა…“
