ბრუკლინ ბექჰემის მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა ოჯახში მიმდინარე საჯარო დაპირისპირების ფონზე „ინსტაგრამზე“ აქტიურობას მოუხშირა.
ამჯერად ნიკოლამ ბრუკლინთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც ის მასთან ხელიხელჩაკიდებული სეირნობს, შუშხუნა ღვინოს მიირთმევს და ცბიერად იღიმის.
„როგორ გავუფუჭოთ დედამთილს მნიშვნელოვანი დღე“, – სწორედ ასე შეაფასებს ნიკოლას ფოტოების სერია მედიაში.
ცნობისთვის, ვიქტორია ბექჰემი საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ „ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით“ დაჯილდოვდა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება ნიკოლას ფოტოების გავრცელების პერიოდი.
ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ პირველ ვიდეოს ავრცელებს