LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამუდამოდ დაგიცავ და მეყვარები!“ – ბრუკლინ ბექჰემის მკაფიო გზავნილი და საბოლოო არჩევანი ცოლსა და დედას შორის

299
page

ბრუკლინ ბექჰმმა ვალენტინობის დღე მეუღლეს, ნიკოლა პელტცს საჯაროდ და ემოციურად მიულოცა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისადმი უპირობო ერთგულებას. ყოველივე ეს კი ბექჰემების ოჯახური დაპირისპირების ფონზე ხდება.

ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ შავ-თეთრი ფოტო გააზიარა, სადაც წყვილი ვნებიანად კოცნის ერთმანეთს.

„გილოცავ ვალენტინობის დღეს, ჩემო სიყვარულო. ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ მსოფლიოში, რომ ყოველ წელს შენი ვალენტინი შემიძლია ვიყო. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. სამუდამოდ დაგიცავ და მეყვარები!“, – წერს ბრუკლინი.

„ბრუკლინ ბექჰემის მკაფიო გზავნილი“, „საბოლოო არჩევანი ცოლსა და დედას შორის“, – ასე შეაფასეს მედიაში დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის განაცხადი.

ოჯახი არასრული შემადგენლობით – დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ვაჟის იუბილე წინასწარ აღნიშნეს

დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ ბებია- ბაბუობისთვის? – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემი ბავშვის აყვანას გეგმავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები