LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიძომ ქორწილის ფულით კრიპტოვალუტა იყიდა, გაკოტრდა და სიყვარულის შესანარჩუნებლად მაღაზიის გაძარცვა გადაწყვიტა

51
SEC_110057406

ბრიტანელმა კაცმა ქორწილისთვის განკუთვნილი ფული კრიპტოვალუტაში ჩადო და მთლიანად დაკარგა. სასოწარკვეთილმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მაღაზიის გასაძარცვად წავიდა. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები Metro-მ გაავრცელა.

25 წლის ლუის კროსბიმ ინტერნეტის დახმარებით მთელი ფული დაკარგა, ამიტომ პნევმატიკური პისტოლეტით შეიარაღდა და სავაჭრო ობიექტისკენ გაემართა. სასიძომ ქორწილისთვის შეგროვილი მთელი ფული კრიპტოვალუტაში გადაიტანა და ინვესტირება სცადა, თუმცა თაღლითობის მსხვერპლი გახდა. გარდა ქორწილის ფულისა, მან სახლის ქირისთვის გადანახული თანხაც დაკარგა.

ლუისი მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს ფული მოსთხოვა. თუმცა, სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს არ შეშინებია, მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, დაიჭირა და პოლიციის მოსვლამდე არ გაუშვა.

შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კროსბის წარსულში კანონთან პრობლემა არ ჰქონია და ფსიქოლოგმა ის უაღრესად დადებით პიროვნებად შეაფასა. ამიტომ სასამართლომ მისი საქციელი „იმპულსურ რეაქციად“ შეაფასა და პატიმრობის ნაცვლად ფსიქიატრთან ვიზიტები მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები