LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასტუმრო 21“ – თბილისის ხასიათი თქვენს ნომერში

107
11

საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა რომ არის, ეს ახალი ამბავი, ცხადია, არაა, მაგრამ თბილისის მონახულებით დაინტერესებული უცხოელი ვიზიტორებისთვის სიახლეა სასტუმროების ქართულ ბაზარზე ახალი ობიექტის გაჩენის თვალსაზრისით. დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ცოტა ხნის წინ „სასტუმრო 21“ გაიხსნა, რომელიც სტუმართან შეხვედრის მომენტიდან განსაკუთრებული გამოცდილების შექმნას ცდილობს.

მაგდა დუნდუა, „სასტუმრო 21“-ის მმართველი კომპანიის თანადამფუძნებელი:

– „სასტუმრო 21“ 2021 წლის ბოლოს გაიხსნა, თუმცა ამ პროექტზე მუშაობას წინ დაახლოებით ორწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სასტუმრო ავლაბარში, კონსტანტინე ერისთავის #21-ში მდებარეობს. ის წარმოდგენილია 33 ნომრით, რომელიც 80 ადამიანის განთავსების საშუალებას იძლევა. ნომრების უმრავლესობა სტანდარტულია, ანუ ორადგილიანი განთავსებით, მაგრამ გვაქვს საოჯახო ტიპის ნომრებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმრო გათვლილია და ერგება ყველა ვიზიტორის მოთხოვნას, იქნება ის უბრალოდ ტურისტი, საქმიანი ვიზიტით მყოფი სტუმარი, თუ ოჯახი. ამასთან, გვაქვს იმის პოტენციალიც, რომ ყველა ქვეყნის ვიზიტორს ვუმასპინძლოთ. სასტუმროს პროექტზე მუშაობისას მაქსიმალურად შევეცადეთ სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკა გაგვეთვალისწინებინა.

„სასტუმრო 21“ საინტერესოა თავისი კონცეფციით. გარდა იმისა, რომ ხარისხიან მომსახურებას ვქმნით, სასტუმროს მთავარ ხიბლს ის პანორამული ხედები წარმოადგენს, რომელთათვისაც დღეს თბილისს ბევრი უცხოელი სტუმრობს და რომლებიც სასტუმროდან იშლება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სასტუმროს დიზაინი, რომლითაც აღფრთოვანებისას ჩვენი სტუმრები ხშირად გვეკითხებიან ავტორის შესახებ. დიზაინი ეკუთვნის ქართულ კომპანიას „სამი“, რომელსაც ასევე ვანდეთ რესტორნისა და ტერასის დიზაინი.

რაც შეეხება რესტორან-ტერასას „ცაზე“, ის სასტუმროს მეხუთე სართულზეა წარმოდგენილი. ცხადია, თბილისის პანორამული ხედები აქედანაც იშლება. რესტორანი გათვლილია არა მხოლოდ სასტუმროს სტუმრებზე, არამედ რიგით მოქალაქეებსა და უცხოელ ვიზიტორებზე.  აქვს ქართულ-ევროპული სამზარეულო, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ევროპულ სამზარეულოზეა გაკეთებული. ეს ადგილი განკუთვნილია მეგობრული, საქმიანი შეხვედრებისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნების მოყვარულებისთვის, ასევე კორპორაციული, თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. აქვე დავსძენ, რომ ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილება იყო, ამ ეტაპზე მიტანის სერვისი არ გვქონოდა, რადგან ასეთი მომსახურების დროს ირღვევა ტემპერატურული რეჟიმი, კერძის იერსახე, ჩვენ კი მაღალ ხარისხზე და ესთეტიკურ მხარეზე ვართ ორიენტირებულნი.

წლევანდელ წელთან დაკავშირებით მოლოდინები უკეთესი გვაქვს, ვიდრე გასულ წელს, როდესაც შედეგმა მოლოდინს ვერ გადააჭარბა სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო.  იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად უცხოელი ვიზიტორების ჩამოსვლას ნაკლები გლობალური პრობლემა შეაფერხებს.

ჩვენი მთავარი მიზანია, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სტუმრებმა სასტუმროში თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში, იმდენად დადებითი ემოციებით აივსონ, რომ თბილისიდან „სასტუმრო 21“-ში კვლავ დაბრუნების სურვილით მიდიოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები