LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი ზედმეტი კილოგრამების გამო დეპრესიაში ჩავარდა

196

კინოკარიერის მანძილზე, როლისთვის, შარლიზ ტერონს ბევრჯერ მოუწია წონაში კლება ან მატება. 2011 წელს ფილმისთვის „ტკბილი ნოემბერი“ მან 13 კილო დაიკლო. ორი წლის მერე კი ფილმისთვის „მონსტრი“ მან 14 კილოგრამი მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ამ როლისთვის მან „ოსკარი“ მიიღო. უკანასკნელი პროექტი „Tully“ ასევე მისი სხეულის ტრანსფორმაციას ასახავს:

„20 კილო მოვიმატე. დამეწყო დეპრესია. პირველად ცხოვრებაში, ვჭამდი განუსაზღვრელი რაოდენობით გადამუშავებულ საკვებსა და შაქარს. ამ ფილმში მონაწილეობა ჩემთვის არც ისე სახალისო იყო“, – იხსენებს მსახიობი.

„თავდაპირველად კარგი იყო, გადასაღებ მოედანზე ბავშვივით მექცეოდნენ, ვჭამდი ბევრ ფასტფუდს და ვსვამდი რამდენიმე ჭიქა რძეს, თუმცა თანდათან ეს არც ისე სახალისო გახდა. ჭამა ჩემი ძირითადი საქმე გახდა სამი თვის განმავლობაში. მაღვიძარასაც კი ვაყენებედი, რომ შუაღამის ულუფა არ გამომრჩენოდა, რადგან წონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საწოლის თავთან მედგა დიდი თეფში მაკარონითა და ყველით და ღამის 2 საათზე მას მივირთმევდი“, – ყველა ტერონი.

მსახიობი აღიარებს, რომ წონის დაბრუნება ძალიან გაუჭირდა. „მონსტრის“ შემდეგ 5 დღე არ ვჭამე და ყველაფერი ნორმაში ჩადგა, მაგრამ მაშინ 27 წლის ვიყავი, ახლა კი 40-ის ვარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები