ცნობილი ამერიკელი ან ევროპელი ვარსკვლავები ყოველთვის მშვიდად უყურებენ მათი შვილების ყველაზე უცნაური და ერთი შეხედვით მიუღებელი თავის დამკვიდრების გზებს.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს არ სურს გოგოდ ყოფნა და სექსის შეცვლას ფიქრობს. ამჯერად კი საუბარია შარლიზ ტერონზე. ოსკაროსანი ლამაზმანი ამ დღეებში შვილებთან ერთად დააფიქსირეს. 4 წლის ჯექსონთან და ქალიშვილ ავგუსტთან ერთად ის საბავშვო ჰელოუინის დღესასწაულზე მიემართებოდა.
ყურადღება კი ერთმა ფაქტმა მიიქცია: ტერონის 4 წლის ვაჟიშვილს გოგოს ტანსაცმელები ეცვა. მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ჰელოუინის მიუხედავად, ის ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა, მითუმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თუმცა მსახიობს ნაკლებად ადარდებს ხალხის აზრი და საკუთარ შვილს ის სრულ თავისუფლებას აძლევს.

