თუკი ორი წლის წინ, შარლიზ ტერონი ვაჟიშვილს სპორტულ ტანსაცმელს აცმევდა და კრივზე დაჰყავდა, ბოლო დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსახიობი არა ბიჭს, არამედ გოგოს ზრდის.
ლოს-ანჯელესში დედა-შვილი პაპარაცებმა დააფიქსირეს. 4 წლის ბიჭს თმა დაწნული ჰქონდა, ღია ფერის ქვედა ბოლო და ვარდისფერი ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ზურჩანთაზე „დისნეის“ პრინცესები იყვნენ გამოსახულები.
„მე თვითგამოხატვის მომხრე ვარ“, – აცხადებს შარლიზი ხშირად და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ საკითხში საზოგადოების აზრი არ აინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტენდენციაში მის პოზიციას ადელი, გვენ სტეფანი, უილ სმიტი და მეგან ფოქსი იზიარებენ.