LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონის ვაჟიშვილი კვლავ კაბით დადის (ფოტო)

338

შარლიზ ტერონის ვაჟიშვილის, 6 წლის ჯექსონის ჩაცმის სტილზე პრესაში არაერთხელ დაწერილა. საქმე იმაშია, რომ ის უპირატესობას არა შარვლებსა და მაისურებს, არამედ რომანტიკულ კაბებს ანიჭებს, რომელზეც დისნეის პრინცესები არიან გამოსახულები, ამასთან, სასურველია, რომ კაბები ვარდისფერი იყოს.

24 აპრილს, პაპარაცებმა შარლიზი ვაჟიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს – ჯექსონი კვლავ კაბაში იყო გამოწყობილი. ვარცხნილობაც ჩაცმულობის შესაფერისი ჰქონდა  და თმაზე ფერადი ლენტები ჰქონდა დამაგრებული. შარლიზს 2 წლის ქალიშვილი, ავგუსტი ხელში ეჭირა, რომელიც ასევე ვარდისფერ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.

ტერონს არაერთხელ უსაუბრია, რომ მისი შვილები ერთმანეთს არაჩვეულებრივად ეწყობიან. შეგახსენებთ, რომ ჯექსონი ვარსკვლავმა 2010 წელს სამხრეთ აფრიკიდან აიყვანა, 2015 წელს კი მსახიობმა ქალიშვილი იშვილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები