გადაღებების შუალედში თავისუფალ დროს შარლიზ ტერონი მთლიანად ბავშვებს უძღვნის: მსახიობი ორ შვილთან ერთად ლოს-ანჯელესის მაღაზიებში შენიშნეს.
ვარსკვლავს ყოველდღიური მოსახერხებელი ტანსაცმელი ეცვა, თუმცა პაპარაცების ყურადღება კვლავ მისი ვაჟის ჩაცმულობამ მიიქცია. 6 წლის ჯექსონი კვლავ გრძელი ოქროსფერი კაბით გამოჩნდა საზოგადოებაში, რომელზეც „მზეთუნახავი და ურჩხული“ იყვნენ გამოსახულები, ფეხზე კი კაბის შესაფერისი ფეხსაცმელი ეცვა, რაც შეეხება თმას, ის შეკრული და აწეული ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ შარლიზი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელიც ვაჟიშვილს თვითგამოხატვის თავისუფლებას აძლევს. კაბებით არაერთხელ შეუმჩნევიათ მეგან ფოქსის ვაჟიშვილი ნოა და ადელის შვილი – ანჯელო.