შარლიზ ტერონის 6 წლის ვაჟიშვილი საზოგადოების ყურადღებას გადამეტებულად იპყრობს, ვიდრე ვარსკვლავის 2 წლის ქალიშვილი. მიზეზი მარტივია – მსახიობის შვილი სულ უფრო ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში გოგოს ვიზუალით: კაბაში, ნაწნავებსა და აქსესუარებით.
გასულ ზაფხულს ინტერნეტი ”ააფეთქა” ჯექსონ ტერონის ფოტოებმა, სადაც მას ”გაყინულის” ელზას ფოტოები ეცვა. მას შემდეგ ის სხვადასხვა დროს გოგოს ჩაცმულობით არაერთხელ გადაიღეს.
საზოგადოება შარლიზის ამ დამოკიდებულებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვარსკვლავი თავის შვილს ხელს არ უნდა უწობდეს მსგავს მისწრაფებებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯექსონ ტერონი 2 წლის წინ კრივზე დადიოდა და სრულიად სხვა ინტერესები ჰქონდა.

