LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეწყვიტე კალორიების თვლა!“ – რა გვაკლებინებს წონაში, ნატა გაგუა გვაფრთხილებს

624
ნატა გაგუა

„კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაბარდეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.

დიეტოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო „გონებით კვებაშია“, რადნა კვლევებით დასტურდება, რომ „როცა მთელ ყურადღებას საკვების გემოს, ტექსტურას და არომატს უთმობ, შენი სხეული ბუნებრივად რეგულირდება და დღეში 300-400 კალორიით ნაკლებს იღებ“: 

„შეწყვიტე კალორიების თვლა! დიახ, სწორად გაიგე. გეუბნები, რომ კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაბარდეს. შენი ტვინი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ნებისმიერი აპლიკაცია. საიდუმლო „გონებით კვებაშია“.

კვლევები ადასტურებს: როცა მთელ ყურადღებას საკვების გემოს, ტექსტურას და არომატს უთმობ, შენი სხეული ბუნებრივად რეგულირდება და დღეში 300-400 კალორიით ნაკლებს იღებ!  
როგორ მუშაობს? ნელი კვება ამცირებს „შიმშილის ჰორმონ“ გრელინს (Ghrelin). ტვინი ასწრებს მიიღოს სიგნალი „სიმაძღრის ჰორმონ“ ლეპტინისგან (Leptin), რომელიც გეუბნება: „გეყო, დანაყრდი!“

შენი ტვინი და არა კალკულატორი — აი, რა გაკლებინებს წონაში“, – წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.

შეწყვიტე კალორიების თვლა! დიახ, სწორად გაიგე. გეუბნები, რომ კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაბარდეს. შენი…

Posted by Nata Gagua on ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
Dio magti 5g