LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „დიმიტრი ჩიქოვანის ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოღებულია, რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“

219
შსს-ის ოპერაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკის შესახებ და აცხადებს, რომ „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩხრეკა, როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში. სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს:

ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე.

აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩხრეკა, როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში. სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული, ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის თაობაზე. აღნიშნულ მისამართზე ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Friday 6 December 2024
magti 5g