LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი ტურისტებს სთავაზობს ზამთარში ჩასვლას და… მოწყენას 

109
ქირიას NEWS შაბლონი

შვედეთის ტურიზმის დეპარტამენტმა უჩვეულო სარეკლამო კამპანია დაიწყო: უცხოელ სტუმრებს სთავაზობენ ჩავიდნენ ქვეყანაში და უბრალოდ მოიწყინონ.

„ნება მიეცით საკუთარ თავს შვედეთში ცოტაოდენი მოწყენის. ეს მდგომარეობა დაგეხმარებათ შეანელოთ ცხოვრების ტემპი და გაასუფთაოთ გონება“, – წერია ტურისტული უწყების ვებგვერდზე.

სპეციალისტების თქმით, მოწყენა აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის – ის ამცირებს სტრესს, ეხმარება დასვენებას და ენერგიის აღდგენას. სოციალური ქსელებით სავსე სამყაროში, სადაც ადამიანები მუდმივად ტელეფონის ეკრანს უყურებენ, კონცენტრაციის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.

შვედი ექსპერტების აზრით, ამისთვის საუკეთესო გზა არის ზამთარში შვედეთის სოფლად გამგზავრება, სადაც ხშირად არც ინტერნეტია და არც ბევრი გასართობი. ტყეში სეირნობა რთულია დიდი თოვლის გამო, ხოლო ტბებში ბანაობა – ყინულის გამო. ამიტომაც, როგორც თავად შვედები ამბობენ, მათი ქვეყანა „მოწყენისთვის იდეალური ადგილია“.

შვედეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული ქვეყანაა, ათიათასობით ტბითა და ფართო ტყეებით. ქვეყნის მცხოვრებლები ხშირად მისდევენ ცხოვრების ფილოსოფია Lagom-ს, რაც ნიშნავს „ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა“.

ეს ბალანსირებული ცხოვრების წესი მოიცავს არა მხოლოდ მუშაობასა და გართობას, არამედ მოწყენილობასაც, რადგან ტვინი სწორედ ასეთ დროს ისვენებს ძალებსაც აღიდგენს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები