LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერით ნათქვამი დრამატული სიყვარულის ამბავი – ტოპ-5 სიმღერა ყოფილებზე

387
page

ბოლო პერიოდში, ყოფილ პარტნიორების შესახებ სიმღერები საკმაოდ აქტუალური გახდა. ჯერ შაკირამ მიუძღვნა ახალი ნამუშევარი ჟერარ პიკესა და მის შეყვარებულს, შემდეგ კი მაილი საირუსმა უმღერა ყოფილ მეუღლეს, ლიამ ჰემსვორთს. აღსანიშნავია, რომ ორივე სიმღერამ გამოსვლის წუთებიდან დიდი პოპულარობა მოიპოვა, მეტიც, არაერთი მსოფლიო ჩარტის მოწინავე პოზიციაც დაიპყრო.

„მე შენთვის ზედმეტად დიადი ვიყავი, ვისთანაც ახლა ხარ, ერთმანეთის ღირსები ხართ“ – შაკირა ჟერარის და მისი შეყვარებულის ფოტოს გავრცელების შემდეგ უახლეს ვიდეოს აქვეყნებს

„ფორტუნამ“ შეკრიბა ყველა დროის 5 პოპულარული სიმღერა, რომელიც დაკარგულ სიყვარულსა და ყოფილ პარტნიორებს ეძღვნება 

სიმღერა, რომელიც მერაია ქერის 2009 წლის ალბომში Memoirs of an Imperfect Angel არის წარმოდგენილი, არტისტი ყოფილ შეყვარებულს, ემინემს ეძღვნება.

„რატომ ხარ შენ ჩემით ასე შეპყრობილი“, – მიმართავს მერაია რეპერს.

მუსიკოსის ერთ-ერთო ჰიტი იწყება შემდეგი სიტყვებით: „მგონი მე ქმარი აღარ მყავს,  წარმოდგენა არ მაქვს, სად გაქრა“, – ამ სიმღერას ფინქი მეუღლეს, ქერი ჰარტს უძღვნის. წყვილი 2008-2009 წლებში განქორწინებულები იყვნენ, თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.

ჯასტინმა აღნიშნული სიმღერა ბრიტნი სპირსს მიუძღვნა. 2002 წელს, მათი უკანასკნელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, გამოიკეტა სტუდიაში და გრძნობები სიმღერაში გამოხატა.

მაილი საირუსი – Flowers

„ჩვენ ავაშენეთ სახლი და ვუყურებდით, თუ როგორ იწვოდა ის, მე თავად შემიძლია ვიყიდო ყვავილები“, – მღერის მაილი და ამ სიტყვებს ყოფილ მეუღლეს, ლიამ ჰემსვორთს უძღვნის.

შაკირა – BZRP 

და ბოლოს, შაკირა და მისი ყოფილი პარტნიორის დრამატული ისტორია. სიმღერამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. არტისტის მიერ გაჟღერებული ფრაზები კი არც ჟერარ პიკეს დაუტოვებია უპასუხოდ.

„მე შენთვის ზედმეტად დიადი ვიყავი, ვისთანაც ახლა ხარ, ერთმანეთის ღირსები ხართ“, – მიმართავს შაკირა პიკეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები