LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მჭედლიშვილი: „მე და ლაშა უკვე 11 წელია, ერთად ვართ და გულწრფელად ვამბობ, რომ არასდროს მიეჭვიანია… მთელი ცხოვრებაა, ჩემს ეგოიზმსა და სიჯიუტეს ებრძვის, მეხუმრება ხოლმე, ეს რქები ვერ მოგამტვრიეო…“

237
თაკო მჭედლიშვილი

მსახიობ ლაშა გურგენიძის მეუღლეს, ულამაზეს თაკო მჭედლიშვილს ჟურნალმა „თბილისელებმა“ ზოდიაქოს შესახებ დაუსვა კითხვა. თაკო ზოდიაქოს ნიშნით ვერძია.

– ამაყია, ეჭვიანი, მაგრამ მასზე მეტად ვერავის ეყვარები...

– ვერ ვიტყვი, რომ ამაყი ვარ, თუმცა, რაღაც მომენტში შეიძლება, გამომივლენია ეს თვისება. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. მე და ლაშა უკვე 11 წელია, ერთად ვართ და გულწრფელად ვამბობ, რომ არასდროს მიეჭვიანია. მგონია, რომ ეჭვიანობას საბაბი სჭირდება. გამოგონილ მიზეზებზე ფიქრი და ეჭვიანობა არ შემიძლია (იცინის). საეჭვიანო მიზეზს კიდევ ვერასდროს ვერავინ გამომაპარებს (იცინის). ისეთი ინტუიცია მაქვს, უმცირესი დეტალით შემიძლია მივხვდე, რა მოხდა. თვითონაც მიკვირს ხოლმე. ასე რომ, ეჭვიანობა არ მჭირდება, სიცრუის დეტექტორი ვარ, თანდაყოლილი ნიჭი მაქვს (იცინის).

რაც შეეხება სიყვარულს, რთულად მივედი ჭეშმარიტ სიყვარულამდე. ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ და ნამდვილი სიყვარულისთვის, რომელიც გამოძრავებს, მართლა არაფერზე დავიხევ უკან, თუკი მას რამე დაემუქრება. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივი სურვილი არ უნდა იყოს. რთული პერიოდები ყველა ურთიერთობაშია, მაგრამ კი, შემიძლია, მაქსიმალური გავაკეთო და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესობისთვის. იშვიათია სწორ ადამიანთან შეხვედრა და მისი მარტივად დაკარგვა არ მგონია სწორი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, ვიზრუნო ამ ურთიერთობაზე და იმედია, გამომდის.

– ეგოიზმი და სიჯიუტე გახასიათებს?

– ეს კითხვა ლაშას უნდა დაუსვათ (იცინის). მთელი ცხოვრებაა, ჩემს ეგოიზმსა და სიჯიუტეს ებრძვის, მეხუმრება ხოლმე, ეს რქები ვერ მოგამტვრიეო (იცინის). მე კიდევ ვპასუხობ, თუ რქებს მომატვრევ, მე აღარ ვიქნები და რად გინდა-მეთქი. მგონი, ჩაიქნია ხელი (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g