LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ვადაჭკორია: „თავისუფლად და ამაყად ვამბობ, რომ 37 წლის ვარ… 33 წლიდან დავიწყე ცხოვრება. ამ ასაკში აღმოვაჩინე საკუთარი თავი, მივხვდი, ვინ ვარ და გავიგე, რა მინდა…“

242
c1f15248-b3c4-4fb0-a95c-573e213a6fb1

მომღერალი თაკო ვადაჭკორია ჟურნალ „თბილისელებთან“ ასაკის შესახებ საუბრობს.

– მე თავისუფლად და ამაყად ვამბობ, რომ 37 წლის ვარ და როგორც მეუბნებიან, არ მეტყობა (იცინის). მართალია ის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. არაფერში არ გავცვლიდი არც ჩემს ასაკს და არც იმ აზროვნებას, რომელიც ახლა მაქვს. რაც მთავარია, არც იმ პიროვნებას, რომელიც ახლა ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი ადრე შემძლებოდა, აქამდე ცოტა ადრე მოვსულიყავი, მაგრამ ვფიქრობ, იშვიათად ხდება ასე. იმას ვგულისხმობ, რომ გაიზარდო, ცხოვრებაში რაღაც ეტაპები უნდა გაიარო, სირთულეები გამოსცადო და ასე შემდეგ. ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. ზოგი ისე კვდება, რომ სამწუხაროდ, ვერ იზრდება. ასეც არის. შეიძლება, ასაკში იყოს, მაგრამ გააზრებული არ ჰქონდეს ცხოვრების არსი.

მე დიდი ხანია, ვამბობ, რომ 33 წლიდან დავიწყე ცხოვრება. ამ ასაკში აღმოვაჩინე საკუთარი თავი, მივხვდი, ვინ ვარ და გავიგე, რა მინდა. მივხვდი, რომ დრო ყველაზე ძვირფასია ჩემთვის და აღარ ვკარგავ იმაში და იმისთვის, ვინც და რაც ამას არ იმსახურებს.

37 წლის ასაკში მართლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც უნდა მეგრძნო 20-22 წლის ასაკში – ჯანსაღად, ჯანმრთელად, ენერგიულად, მოტივირებულად. ახლა სულ სხვანაირი ვარ. მე ეს ძალიან მომწონს და საერთოდ არ ვითვლი წლებს. ცხოვრებას სწავლა უნდა და ეს დროს მოაქვს, ცხოვრებას გამოცდებით სწავლობ და ამასაც დრო სჭირდება.

მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების ყველა იმ უარყოფითი და ცუდი ნაწილის, რომელიც გამოვიარე, რომ არა ისინი, თავს ვერ ვიპოვიდი. შეიძლება, ისე დავბერებულიყავი, ვერ გამეგო ვინ ვიყავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g